მოვისმინეთ თითოეულის პრეზენტაცია,შევიტანეთ შენიშვნები,შეგვაფასა ტრენერმა. წარვადგინე ჩემი პორტფოლიო,რომელშიც წარმოდგენილი იყო ჩემი ცხრა დღის ნაშრომი; ამ დროის მანძილზე გავეცანი პროექტების ნიმუშებს და მივხვდი,რამდენად მნიშვნელოვანია ის მოსწავლეთა კვლევის უნარის გაზრდისათვის და მოტივაციის ამაღლებისათვის.პროექტების იდეები მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის უნარებს და გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. დავხვეწე გეგმები,განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები,რომელიც გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას,მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას,უნარ-ჩვევების დაუფლებას,ასევე ეფექტური სწავლების შესაძლებლობებს.
განვიხილე კავშირები მიზანსა და სტანდარტებს შორის,განვსაზღვრე ისეღი მიზნები,რომლებიც 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევებს აერთიანებს სასწავლო თემეტიკასთან. აგრეთვე ვიმუშავე მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესში ფასილიტაცია გაუწიო კლასს,მუშაობის დაწყებამდე,რომ მოსწავლეებს გაუადვილო გადმიცემული ნააზრევი რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სხვადასხვა დავალება.
ვისწავლე,როგორ წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად.
No comments:
Post a Comment