Wednesday, November 18, 2015

დღე-9

მოვისმინეთ თითოეულის პრეზენტაცია,შევიტანეთ შენიშვნები,შეგვაფასა ტრენერმა.       წარვადგინე ჩემი პორტფოლიო,რომელშიც წარმოდგენილი იყო ჩემი ცხრა დღის ნაშრომი; ამ დროის მანძილზე გავეცანი პროექტების ნიმუშებს და მივხვდი,რამდენად მნიშვნელოვანია ის მოსწავლეთა კვლევის უნარის გაზრდისათვის და მოტივაციის ამაღლებისათვის.პროექტების იდეები მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის უნარებს და გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. დავხვეწე გეგმები,განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები,რომელიც გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას,მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას,უნარ-ჩვევების დაუფლებას,ასევე ეფექტური სწავლების შესაძლებლობებს.    
        განვიხილე კავშირები მიზანსა და სტანდარტებს შორის,განვსაზღვრე ისეღი მიზნები,რომლებიც 21-ესაუკუნის  უნარ-ჩვევებს აერთიანებს სასწავლო თემეტიკასთან. აგრეთვე ვიმუშავე მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესში ფასილიტაცია გაუწიო კლასს,მუშაობის დაწყებამდე,რომ მოსწავლეებს გაუადვილო გადმიცემული ნააზრევი რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სხვადასხვა დავალება.
         ვისწავლე,როგორ წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად.

Sunday, November 15, 2015

დღე-8

ვიმუშავე პროექტის მიზნების განსაზღვრაზე და შეფასების სტრატეგიებზე,მოსწავლეთა ორიენტირებულ სწავლებაზე.ამ მოდულში განვიხილე,როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.  ვიმუშავე როგორ გაუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში,მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეს მივაწოდოთ ნიმუში,რათა გაუადვილო მისი გადმოცემული ნააზრევი რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სხვადასხვა დავალება,მათ შორის რთული დავალებებიც.

Saturday, November 14, 2015

დღე-7

დღევანდელი დღე დატვირთულიიყო იმდენად,რამდენადაც წინა დავალების შედომები აღმოვაჩინეთ და მათი გამოსწორების შედეგად მივედით იმ დასკვნამდე თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ცოდნის მიხედვით გაკვეთილის დაგეგმვა.
გავიაზრე,რომ რამდენად მრავალფეროვანი გახდება,გაამდიდრებს აღქმის უნარს.მოსწავლე განვითარდება და მივაღწევთ შედეგს.

Sunday, November 8, 2015

დღე-6

განვიხილე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმა და ორიენტირებული შეფასების ფორმები და მისი რუბრიკა.შევისწავლე ონლაინ სახელმძღვანელოდან რუბრიკების ბიბლიოთეკაში გადასვლა.ვიმუშავე ფერების შერჩევაზე,სლაიდების შექმნაზე.

Saturday, November 7, 2015

დღე-5

განვიხილე სტანდარტების და მიზნების რუბრიკა,რომელიც მოიცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,შევარჩიე შედეგები-ინდიკატორები,განვსაზღვრეისეთი მიზნები,რომლებიც მოსწავლეთ აზროვნების,უნარ-ჩვევებს აერთიანებს სასწავლო-თემატიკასთან. ვიმუშავე მიმართულების მომცემი საკვანძო შეკითხვებზე.გავიხილე სწრაფი შეტყობინების ეფექტურობა.ვისაუბრე და ვიმსჯელე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.ყველაფერმა ამან დამარწმუნა,რომ 21-ე საუკუნეში რამდენედ ეფექტურია სწალების ასეთი ფორმა მოსწალეთა უნარ-ჩვევების და აზროვნების ჩამოყალიბებისათვის.

Sunday, November 1, 2015

დღე-4

განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები  და ფორმები.ჩემი პროექტის მიხედვით შევადგინე შეფასების გეგმა; პროექტის მუშაობის დაწყებამდე,მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. დღევანდელმა დღემ დამარწმუნა იმაში,რომ შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას,მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას ასევე დავრწმუნდი,რომ სხვადასხვა სახით შეფასება ეფექტური სწავლების შესაძლებლობებს ქმნის.

Saturday, October 31, 2015

დღე 3

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე.გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომლის მიღწევაში დავიხმარე მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.გავიგე როგორ დავგეგმოზოგადად,თემატურად და შინაარსობრივად პროექტი.

დღე-2

განვიხილეთ პროექტის იდეები,რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას.დავხვეწეთ გეგმები და პუბლიკაციების მომზადება,რომელიც პიარს გაუკეთებს მუშაობას.

დღე-1

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მეცადინეობით.გავეცანი პროექტის ნიმუშებს.
 ეს აქტივობა ზრდის მოსწავლეთა  კვლევის უნარს  და მოტივაციას გამოუმუშავებს მოსწავლეებს.